03:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 12:39:03, 544 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: დამსაქმებლებს ევალებათ, დასაქმებულებს კომფორტული პირობები შეუქმნან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე არ არსებობს ნორმა, რომელიც სხვადასხვა გარე ტემპერატურის დროს სამსახურებს აჩერებდეს.

მისივე თქმით, 2014 წელს მთავრობის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, დამსაქმებლებს ევალებათ დასაქმებულებს კომფორტული სამუშაო პირობები შეუქმნან.

„მიკრო კლიმატს სამუშაო პერიოდში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მხედველობაში მაქვს სამუშაო გარემოში  ტემპერატურა,  ტენიანობა,ჰ აერის მოძრაობის სიჩქარე და ა.შ. 21–ე საუკუნის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა არის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა, ამიტომ, თანდათანობით გარემოში ტემპერატურა მატულობს, მართალია ძალიან მცირედ, მაგრამ მატულობს.  ეს დაკავშირებულია მთელი რიგი დაავადებების გამწვავების რისკთან, ამიტომაც, გარე ტემპერატურა მოქმედებს სამუშაო პირობებზე, ოთახის შიდა ტემპერატურაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ნორმატიული აქტებით რეგულირდება მხოლოდ სამუშაო ადგილები შიდა ტემპერატურის თვალსაზრისით.

როგორც მან განმარტა, თუ ოთახში  ტემპერატურა 28 გრადუსია, ადამიანს შეუძილა 5–6 საათი გადაბმულად იმუშაოს, შემდეგ დაისვენოს. ხოლო, თუ ოთახის ტემპერატურა 32 გრადუსს აღწევს, მაშინ დასაქმებულმა ყოველ ერთ საათში ერთხელ უნდა დაისვენოს.

„მოცემულია სიმძმის მიხედვით 3 ხარისხის სამუშაოები. ადამიანები სადაც  10 კილოგრამზე მეტ ტვირთს ეზიდებიან , არის სამჭედლო, სამეტალურგიო მძიმე სამუშაოები,  დადგენილია, თუ შიდა ტემპერატურა  არის 32 გრადუსზე  მეტი, ადამიანმა ყოველ ერთ საათში უნდა დაისვენოს და გაგრილდეს. თუ ოთახის ტემპერატურა 28 გრადუსია, ადამიანს შეუძლია 5–6 საათი გადაბმულად იმუშაოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ხოლო,  მათ ვისაც შენობის გარეთ უწევს მუშაობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციას, დასაქმებულებმა ყოველ ერთ საათში დაისვენონ და გაგრილდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics