2015-07-28 18:01:52, 590 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულზე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა, სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა.
პატრიარქს აეროპორტში სასულიერო პირები დახვდნენ. მოგვიანებით უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა და იქ შეკრებილ მრევლს მიმართა.
"ღვთის წყალობით და თქვენი ლოცვა კურთხევით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან. ექიმებმა ჩაატარეს მკურნალობა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულზე. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მოვემზადოთ ილიაობისთვის. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით, თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ", - ბრძანა პატრიარქმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან