2015-07-27 09:14:26, 681 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ მესხის სტადიონზე ფოიერვერკის გაშვების დროს ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის გახსნის ცერემონიის დასრულებაზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფოიერვერკების გაშვების დროს ცარიელ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა.
ინცინდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახდინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან