2015-07-24 09:44:58, 493 ნახვა
საზოგადოება
12 საათიდან გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება
გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე ასფალტის საფარის დაგების მიზნით, დღეს 12 საათიდან საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარი დაიხარჯება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და მოეწყობა კუნძულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.
დედაქალაქის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან