2015-07-23 12:35:18, 525 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: სააფთიაქო ნარკომანიისთვის გამოყენებადი მედიკამენტების იმპორტი შემცირდა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სააფთიაქო ნარკომანიისთვის გამოყენებადი მედიკამენტების იმპორტი შემცირდა, პირველი მოხმარების მედიკამენტების იმპორტი კი გაიზრდა.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.
„ზოგადად, ფარმაცევტული ბაზარი იმართება თავისუფალი ბაზრის პრინციპებით. აქ ყველა მოთამაშე არის კერძო ბიზნესის წარმომადგენელი, შესაბამისად, ისინი წყვეტენ ამას. იმპორტის შემცირება შეეხო იმ მედიკამენტებს, რომლებსაც იყენებდნენ სააფთიაქო ნარკომანიისთვის, ხოლო პირველადი მოხმარების მედიკამენტების იმპორტი არის გაზრდილი“, - განაცხადა სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან