06:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 16:06:53, 504 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურებიან

საოკუპაციო ხაზის  მიმდებარე სოფლებში  მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურებიან, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, უწყების ცნობით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს „მექნიზატორის“ მომსხურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონის  საოკუპაციო ხაზის  მიმდებარე სოფლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ადგილობრივ მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს „მექნიზატორის“ ტექნიკა ადგილობრივებს უსასყიდლოდ მოემსახურება,  ხოლო  მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და შპს „მექნიზატორის“ მომსხურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შპს „მექანიზატორის“ ადგილობრივ სერვისცენტრებსა  და სოფლებში სერვისცენტრების წარმომადგენლებს უნდა მიმართონ“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics