12:35 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 17:30:44, 842 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: ვახტანგ გომელაური პროფესიონალია

უსაფრთხოებისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატი ვახტანგ გომელაური  არაპოლიტიკური ფიგურაა და თავისი საქმის პროფესიონალი.

სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ გომელაური უსაფრთხოების სამსახურს თავს კარგად გაართმევს.

“ვახტანგ გომელაურს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. მან თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ის არის პროფესიონალი და ამ უწყებას ძალიან კარგად უძღვება. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოებას ის თავს ძალიან კარგად გაართმევს. ის არის აპოლიტიკური ფიგურა, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ძალას არ განეკუთვნება. ჩვენი ოპონენტების მესმის, რომელთაც სურთ არ აღიარონ, რომ უწყების დეპოლიტიზირება მოხდა. ამ სისტემის დეპოლიტიცაზცია მოვახდინეთ და ახალი კანონის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდება”, - აღნიშნა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics