13:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 12:02:15, 600 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ტრენერთა სპეციალიზაცია გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ტრენერთა გადამზადების კურსი გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, ტრენინგში, პირველ ეტაპზე სხვადასხვა უწყების 25-მდე თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც მომდევნო ეტაპზე თავად გადაამზადებენ არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე თავიანთ კოლეგებს.

ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთშორისო ინსტრუმენტებს, პრინციპებს და მათი დანერგვის შესაძლებლობებს საქართველოში. ასევე, მათ შეისწავლეს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტები, მათი მნიშვნელობა და შექმნის ისტორია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრინციპებსა და სტანდარტებზე. განხილულ იქნა სხვა ქვეყნების მაგალითები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმო ფსიქოლოგიურ კომპონენტებს. სამი დღის განმავლობაში ტრენინგის პროცესში ჩართული პირები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ბავშვის განვითარების, ასაკობრივი თავისებურებებისა და ტრავმული გამოცდილების გავლენას ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის ჩამოყალიბებაზე. სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოს გამოყენებით, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ აისახება პენიტენციური სტრესი მოზარდის ფსიქოლოგიურ და მორალურ განვითარებაზე და რა როლი აქვს საპატიმრო სასჯელს დანაშაულის რეციდივების რისკების ზრდაში.

ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვის პროტოკოლს და მის სტრუქტურას და ფაზებს, შეისწავლეს პროტოკოლის მიხედვით დასმული ეფექტური, „სარისკო“ და მიუღებელი კითხვები და მათ შორის განსხვავებები.

ტრენინგების პირველი ეტაპი 16 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება. კურსი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics