2015-07-16 13:00:44, 605 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ხარება და გოგია ჟანდარმერიის ბარათზე
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ალექსანდრე სუხიტაშვილის სახელზე შექმნილი ჟანდარმერიის ბარათი, რომლის ფოტოზე სუხიტაშვილთან ერთად არიან: ხარებო ჯიბუტი (მეტსახელად ლეკი) და გოგია კენკიშვილი.
ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის „ხარება და გოგია“ პროტოტიპები ბარათის ფოტოზე იარაღასხმულები არიან. ბარათის მეორე გვერდზე მოგვიანებით მიუწერიათ - „დახოცეს სოფელ ველისციხესთან ახლოს“.
ბარათის შედგენის თარიღი უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან