2015-07-16 11:02:35, 593 ნახვა
საზოგადოება
ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის სასწარფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულებს ინტოქსიკაცია და დამწვრობა აღენიშნებათ. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ამ დროისთვის ჰიპერმარკეტში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან