08:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 12:24:16, 544 ნახვა

საზოგადოება
გლდანში დანგრეულ კორპუსს ექსპერტიზა უტარდება

გლდანის  მეექვსე მიკრორაიონში დანგრეულ კორპუსს, აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ექსპერტიზა უტარდება. კორპუსის მესამე და მეოთხე სადარბაზოში, სადაც უშუალოდ აფეთქება მოხდა, ადგილობრივებს ამ დრომდე არ უშვებენ. ამ ფაქტს რამდენჯერმე  ინციდენტი მოჰყვა. მოსახლეობა გაფრთხილების მიუხედავად, საკუთარ სახლეში შესვლას სცდილობს. რაც შეეხება პირველ და მეორე სადარბაზოს, საფრთხის არ არსებობის გამო,  იქ მაცხოვრებლები საკუთარ  სახლებში უკვე შეუშვეს. 
დანგრეული კორპუსის მოსახლეობამ წუხელ ღამე სასტუმროში გაატარა. ოთახები მათ  ადგილობრივმა გამგეობამ  დაუქირავა.
შგახსენებთ, გლდანის  მეექვსე მიკრორაიონში მე-5 სართულზე გუშინ  ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა 5, და დაშავდა 7 ადამიანი. მათგან, ორი დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება და ექსპერტიზა ტარდება და აფეთქების გამომწვევი  ზუსტი მიზეზები მოგვიანებით გაირკვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics