03:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 12:07:10, 723 ნახვა

საზოგადოება
ხურვალეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს

გორის რაიონში, სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქართულ სახელმწიფოს შუაზე ხლეჩენ და არც ერთი ჟურნალისტი ამ ფაქტს არ შეეგუება.

ადგილზე ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები იცავენ.

ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ. მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია Facebook-ში დაიგეგმა. 

ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics