01:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 14:17:55, 552 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: სხვადასხვა უწყებებისთვის ბილეთების გამოყოფა სენსაციური არ არის

„უეფას“ მხრიდან მთავრობისთვის 6000  თუ 5000 ბილეთი იყო გამოყოფილი“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისივე თქმით, სხვადასხვა უწყებებისთვის ბილეთების გამოყოფა სიახლე არ არის. 
ამასთან, კალაძის  განმარტებით, სენსაციური არაფერი ხდება. 
„ეს არის ნორმალური პროცესი და ამაში სიახლე არაფერია. ყველა თამაშზე ხდება ასე. ეს კორპორატიული ბილეთებია, რომლის გამოყოფაც ყოველთვის ხდება. სენსაციური ამაშია არაფერია. გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იყო 22 000 ათასი ბილეთი, ხოლო მთავრობისთვის „უეფას“ მხრიდან 5000 თუ 6000 ბილეთი“,-აღნიშნა კახა კალაძემ. 
ცნობისთვის, ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციისგან სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 500 ბილეთის გამოყოფა მოითხოვა. 
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics