00:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 13:07:53, 609 ნახვა

საზოგადოება
6 605–მა საჯარო მოხელემ პრემიერისგან მადლობის სიგელი მიიღო, 40–კი სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი

 

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისთვის, 6 605-მა საჯარო მოხელემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მადლობის სიგელი მიიღო, 40 კი - სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდოს მისაღებად პრემიერმა პრეზიდენტს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების 40 თანამშრომელი წარუდგინა.

მადლობის სიგელები კი გადაეცათ თბილისის მერიის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, დიასპორის, ეკონომიკის, ლტოლვილთა და განსახლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებს; ასევე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შესყიდვებისა სახელმწიფო სააგენტოსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.

სტიქიიდან ერთი თვის თავზე, მთავრობის მეთაური, სახელმწიფოს გვერდით დგომისთვის, კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა სტიქიის შედეგების დროულ და ეფექტურ ლიკვიდაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics