00:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-12 17:29:18, 644 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში ბილეთების რიგში მყოფი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვაკის პარკში, უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში მყოფი სამი ადამიანი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი 32 წლის მამაკაცი კლინიკაში დღის განმავლობაში გადაიყვანეს, ორი ადამიანი კი ღუდუშაურის კლინიკაში კრუნჩხვის დიაგნოზით ამ დროისთვის გადაჰყავთ.

ამასთან, რამდენიმე მოქალაქეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

„ამ დროისთვის სულ გადაყვანილია 3 ადამიანი. რამდენიმეს დღის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო ამბულატორიული დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ვაკის პარკთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა”, - აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები ამ დრომდე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics