21:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 18:45:22, 566 ნახვა

საზოგადოება
მერიის განკარგულებით, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან გამოსახლებულებს საცხოვრებელ ფართებს გამოუყოფენ

„თბილისის მთავრობის განკარგულებით, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან გამოსახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს,  საცხოვრებელ ფართებს სარგებლობაში მიცემის უფლებით გადასცემენ“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ნაძალადევის გამგეობის საზოგადოებასთან  ურთიერთობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით,  თბილისის მერია და გამგეობა  გამოსახლებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელ ფართს სამგორში ან კოჯორში გამოუყოფს.

„დაახლოებით თვენახევრის წინ გამოიცა თბილისის მთავრობის განკარგულება, რომელსაც   მერმა  დავით ნარმანიამ მოაწერა ხელი. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს, გამოსახლების შემთხვევაში შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები და ვუთხარით, რომ არავითარ შემთხვევაში ქუჩაში არ დარჩებოდნენ.  აღნიშნულ განკარგულებაში წერია, რომ  თბილისის მერია და გამგეობა გამოსახლებულ ოჯახებს ფართს სამგორში ან კოჯორში გამოუყოფს. თუმცა, ეს შენობები ჯერჯერობით  არ არის კეთილმოწყობილი, მერია მალე დაიწყებს საცხოვრებლების კეთილმოწყობას და ამის შემდეგ შეეძლებათ ამ ოჯახებს  გადასვლა. ეს ფართები არ იქნება საკუთრებაში გადაცემული, ეს არის ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ფართები გამოსახლებულ ოჯახებს გადაეცემათ, როგორც სარგებლობაში მიცემის  უფლებით. ეს ადამიანები იცხოვრებენ მანამ, სანან საკუთარი ფართი არ ექნებათ, მათ  გამგეობის და მერიის მიერ გადაცემული ფართებიდან გამოსახლება არ ემუქრებათ“,- განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ გლდანი-ნაძალადევის გამგეობის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან გამოსახლება დაიწყო. კორპუსებში სოციალურად დაუცველი ოჯახები 2006 წლიდან ცხოვრობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics