|
2015-07-10 16:47:40, 571 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის 31-მა ბენეფიციარმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსი დაასრულა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა ინგლისური ენის შესწავლის ჯგუფის მონაწილეებს შეხვდნენ. ცენტრის ინფორმაციით, ენის შემსწავლელ სამთვიან კურსს 9 მოხალისე პედაგოგი უძღვებოდა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, ბენეფიციართა განათლების სერვისის მიწოდების უწყვეტობის მიზნით, ცენტრის ბაზაზე ინგლისური ენის შემსწავლელი ჯგუფები შეიქმნა. „ჯგუფებში ბენეფიციარები დაკომპლექტდნენ ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ინგლისური ენის ჯგუფები შეიქმნა თბილისში, ქუთაისსა და გორში. პროექტში ჩაერთო 31 ბენეფიციარი, რომლებმაც სამთვიანი კურსი უფასოდ გაიარეს“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ, რომელმაც მოხალისე პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. სამთვიანი სასწავლო კურსი გაიარეს „ყოფილ პატიმართა რაებილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მონაწილეებმა, მათი ოჯახის წევრებმა, დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებულმა არასრულწლოვნებმა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა პროექტის ორგანიზატორებს უცხო ენის შესწავლის კურსების სამომავლოდ გაგრძელების თხოვნით მიმართეს. ინგლისური ენის გაკვეთილები დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და მედიაციის სახლის ოფისებში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასასრულს ჯონი კვინიკაძემ და გიორგი პაპავამ მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები, ხოლო ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცენტრის ბენეფიციარებისთვის ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის ჯგუფები სექტემბრიდან განახლდება. პროექტში ჩართულმა მოხალისე პედაგოგებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი კვლავ გამოთქვეს.
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)