16:51 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 20:25:33, 574 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი: არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას ნატო-ს ექსპერტებთან ერთად გავაგრძელებთ

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია ნატო-ს ექსპერტებთან ერთად გაგრძელდება.

ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„საქართველოში უკვე იმყოფება ნატო-ს ძირითადი გუნდის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ყველა არ არის ჯერ ჩამოსული, მაგრამ ივლისის ბოლომდე უკვე მთლიანი შემადგენლობა აქ იქნება. თითოეული მათგანი არის უელსის პაკეტის თითოეული ნაწილის კოორდინატორი და შესაბამისად, მათთან ერთად გავაგრძელებთ პაკეტის იმპლემენტაციას. რა თქმა უნდა, ამ პაკეტის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საწვრთნელი ცენტრის შექმნა, რომელიც დიდი ხანია  ვთქვით, რომ ნაცვლად დაგეგმილი შემოდგომის ბოლოს, აგვისტოში გაიხსნება და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მაღალი ტემპით, სწრაფად მივიდეთ იმ შედეგამდე, რომელიც ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს და შევასრულოთ პაკეტის მოთხოვნები სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics