23:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 14:43:04, 653 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს

სასტუმრო „holiday Inn“-ში ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ქუთაისში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას, ნარჩენების გადაზიდვის სიტემის მოწყობასა და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას ითვალსიწნებს.

დაინტერესებულ მხარეთა საინიციატივო შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი  გიგლა აგულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუექტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტროს, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების  მართვის კომპანიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო აქტივობები განიხილეს.

პროექტის საერთო  ბიუჯეტი 26 მილიონ ევროს შეადგენს. მათ შორის 20 მილიონი ევრო - სესხი  გერმანიის განვითარების ბანკისგან (KFW), სამეზობლო სინვესტიციო ფონდმა გრანტის სახით 2 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო ადგილობრივი კონტრიბუცია  4 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტის განხორციელების სრული პერიოდი 4 წლით განისაზღვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics