01:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 15:00:21, 14867 ნახვა

High - Tech
Lotus-ი ახალი თაობის ელექტრომობილს აანონსებს

ახალი ავტომობილის Lotus Evija-ს სიმძლავრე 1973 ცხენის ძალას აღემატება.

მას ულტრათანამედროვე დიზაინი და ელექტროავტომობილისთვის რეკორდული მაქსიმალური სისწრაფე-321 კმ/სთ-ში ექნება.

Evija პირველ რიგში სპორტული მანქანა იქნება, მაგრამ ეს ასპექტი არ უშლის მას ხელს იყოს ელიტური. ავტომობილის ინტერიერი ძვირფასი მეტალების და ხის გამოყენებას ითვალისწინებს. მანქანა ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 3 წამში აღწევს.


ერთი დატენვით "ჰიპერკარის" გამავლობის საშუალო მაჩვენებელი 434 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ Evija-ს დატენვას დიდი ხანი არ დასჭირდება-იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი ავტომობილს სუპერმძლავრი 800კილოვატიანი სატენით დატენის, მას ამისთვის სულ რაღაც 10 წუთი დასჭირდება, მაგრამ ასეთი სატენები ჯერ მხოლოდ ცდებს გადიან და საკითხავია როდის შევლენ ექსპლუატაციაში. ჩვეულებრივი 350 კილოვატიანი დამტენი Evija-ს 0%-დან 18 წუთში დატენის. 
Lotus Evija-ს წარმოება 2020 წელს დაიწყება. მისი საბაზრო ღირებულება £1.7 მილიონი ფუნტი (2.1$მილიონი) იქნება.

 









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics