|
2015-07-06 13:43:41, 595 ნახვა
საზოგადოება
მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს
მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, ჩანჩქერთან მოწყობილი საკემპინგე და საკარვე ადგილები, საცხენოსნო ლაშქრობა, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის Zip-Line ტური - ამ სერვისებს ვიზიტორებს მტირალას ეროვნული პარკი სთავაზობს. ტურსიტული მარშრუტი მტირალას ეროვნულ პარკში დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაათვალიერა. მარშრუტი საფეხმავლოა და აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს ჩანჩქერსა და ტბას. სოფელ ჩაქვისთავში არსებული რამდენიმე საოჯახო სასტუმროდან ვიზიტორებს საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი. მტირალას ეროვნულ პარკის ტურისტული ბილიკები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით მოეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)