2019-06-12 22:14:18, 5237 ნახვა
სპორტი
20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხა
არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შოტლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 17-12 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდიასთან წააგეს. შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და თამაშიც გამოასწორა, რაც საბოლოოდ, გამარჯვებით დასრულდა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან