|
2015-07-01 12:44:38, 556 ნახვა
საზოგადოება
“ელიტ ელექტრონიქსმა” "ბოშის" გენერალურ დირექტორს ნორბერტ კლაინს უმასპინძლა
კომპანია “ელიტ ელექტრონიქსმა” „ბოშის“ გენერალურ დირექტორს ნორბერტ კლაინს უმასპინძლა. კომპანიის ინფორმაციით, ნორბერტ კლაინის ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში “ბოშის” ბრენდის განვითარების მზარდი ტემპი, რომელსაც რეგიონში კრიზისის მიუხედავად ბრენდი არ კარგავს. როგორც კლაინმა აღნიშნა, მიუხედავად რეგიონში არსებული კრიზისული სიტუაციისა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მზარდი ქვეყანაა. „პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვთქვა თქვენს დედაქალაქში დატრიალებული მოვლენების გამო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მზარდი ქვეყანაა მიუხედავად კრიზისული სიტუაციისა რეგიონში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს ბრენდს საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით ბაზრის ლიდერი კომპანია - “ელიტ ელექტრონიქსი” წარმოადგენს. ჩვენი პარტნიორი საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება და ჩვენც მხარს ვუჭერთ მის წინსვლას, რადგან ეს, როგორც „ელიტ ელექტრონიქსის“, ასევე „ბოშის“ წარმატებაა“, - განმარტავს კლაინი. მისივე თქმით, „ელიტ ელექტრონიქსმა“ ბოშთან ერთად ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ზრდა განიცადა. „ელიტ ელექტრონიქსმა ბოშთან ერთად ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ზრდა განიცადა, როგორც ცნობადობის, ასევე გაყიდვების და ბრუნვის მიმართულებით. ყოველწლიურად ბოშის ბრუნვადობა საშუალოდ 25%-ით იზრდება, რაც საქართველოში ბრენდის სტაბილურ აღმასვლაზე მეტყველებს. ელიტ ელექტრონისი და ბოში ვზრუნავთ ქართველი მომხმარებლი ვუზრუნველყოთ მეტად ფუნქციონალური, ერგონომიული და ამავე დროს ენერგორენტაბელური პროდუქტებით, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ მათი საჭიროებები, გემოვნება და მოთხოვნები. ამასთან უყურადღებოდ არ ვტოვებთ და ვაანალიზებთ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მოქმედებს მომხმარებლის ქცევაზე. მუდმივად განვიხილავთ და ვადგენთ „ბოშის“ რენდის წამყვან ტენდენციებს მათ შორის: ჯანსაღი ცხოვრების წესი, მარტივად გამოყენებადი პროდუქცია, დანიშნულება და ხანგრძლივობა, ხარისხი და მოქნილობა, პერსონალიზაცია და დიზაინი, ასევე რესურსების ეფექტური გამოყენება. კომპანია ბოში ყოველდღიურად ვითარდება, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე აფართოებს თავის სავაჭრო ქსელს რეგიონალური პარტნიორების დახმარებით. ჩვენ მივესალმებით ახალ იდეებსა და ტექნოლოგიებს. ასევე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ბუნებრივი რესურსების როლი ეკონომიკის ინტენსიური განვითარების ასპექტებში. ვინაიდან ბუნებრივი რესურსების მარაგები იწურება, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონცეფცია, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და ამავდროულად არ დააზიანებს გარემოს. ყოველივე ამისათვის საჭიროა შეიქმნას ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც შეუნარჩუნებენ ეკოლოგიას არა მარტო ახლანდელ თაობას, არამედ მომავალ თაობებსაც. სწორედ ამ კონცეფციის გათვალისწინებით კომპანია ბოშმა დაიწყო ახალი ტექნოლოგიური წარმოება, რათა შეიქმნას მზარდი განვითარება”, - განაცხადა ნორბერტ კლაინმა. ცნობისთვის, კომპანია ბოში 1886 წელს, ღობერტ Bოსცჰ GმბH - ის მიერ ქალაქ შტუდგარტში დაარსდა. დღეს ბოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს მსოფლიოში. ხოლო ევროპაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების მიმართულებით. ბოშის ქარხნები მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, ხოლო გაყიდვების და მომსახურების კომპანია წარმოდგენილია თითქმის 150 ქვეყანაში. მისი ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში არის ელიტ ელექტრონიქსი, როგორც გაყიდვების, ასევე გაყიდვის შემდგომ სრული საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურების მიმართულებით.
(R)
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)