|
2015-07-01 10:46:01, 529 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ბელგიის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილეები ბელგიის სახელმწიფო მდივანს თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკენს შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ბელგიის დელეგაცია ორდღიან შეხვედრებს ასრულებს საქართველოში არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სუბარის თქმით, მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან ბელგია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია ევროპული არჩევანის განხორციელების გზაზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ პირობები ყველა ჩვენი მოქალაქის ღირსეული დაბრუნებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. წელს, სახელმწიფო ბიუჯეტმა პირველად გამოყო თანხა, რომელიც ემსახურება ქართველი მიგრანტების ღირსეულ დაბრუნებას საქართველოში და მათ ხელშეწყობას ადგილზე. აქამდე, ეს პროგრამები ხორციელდებოდა საერთაშორისო და პირველ რიგში ევროკავშირის დახმარებით. ახლა კი, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბიუჯეტიდან განხორციელება პროგრამების, რომლებიც დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს დარბუნებაში. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბელგიის მთავრობას, რომელიც აპირებს დაგვეხმაროს ამ საქმეში- ჩვენი მიგრანტების დაბრუნების ხელშეწყობაში. ამისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის სწორედ საინფორმაციო მხარდაჭერა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ რა შემთხვევაში შეუძლიათ თავშესაფრის მიღება, რა საფრთხეები და განსაცდელი ელოდებათ. ხოლო ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს არიან ევროპაში უნდა იცოდნენ რით დაეხმარება სახელმწიფო საქართველოში დაბრუნების შემდებ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა. უწყების ინფორმაციით, ბელგიის სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ ოფიციალურ მხარეს დაბრუნებისა და რეადმისიის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის: „დაბრუნების მაჩვენებელი იზრდება. იძულებითი დაბრუნებების მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ჩვენს შორის არსებული რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში ბელგიაში უკანონოდ მყოფი ქართველების როგორც იდენტიფიკაციის ასევე რეადმისიის პროცედურები მიმდიანრეობს შეუფერხებლად“, - განაცხადა თეო ფრანკენსმა.
ბელგია იწყებს ახალი პრევენციისა და საინფორმაციო კამპანიას 2015 წლის შემოდგომაზე. ამ კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია არალეგალური მიგრაციის საფრთხეებთან დაკავშირებით. საინფორმაციო კამპანია განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის დაცვით. ბელგიის სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ოფიციალურ პირებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ჩატარების ინიციატივაში მხარდაჭერის გამოხატვისთვის. სახელწიფო მდივანმა თეო ფრანკენმა დადებითად შეფასა მისი ქართველი კოლეგების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. იგი ასევე მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესს. „ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში, ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთვის ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდიანრე ვისწავლეთ რომ ვიზა ლიბერალიზაციის დარღვევა მთლიან სისტემას უქმნის საფრთხეს. ამდენად, უნდა ვებრძოლოთ დარღვევების ასეთ გამოვლინებებს. ჩემს ქართელ კოლეგებთან ერთად, ჩვენ გავაძლიერებთ უერთიერთთანამშრომლობას საქართველოდან ბელგიაში უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად“ - აღნიშნა ბელგიის სახელმწიფო მდივანმა. ბელგიის დელეგაციის წარმომადგენლებმა სამინისტროში მოქმედი „მობილურობის ცენტრი“ და მარტყოფში, თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრი დაათვალიერეს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)