10:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 09:32:56, 554 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს ბელგიის სამეფოს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ.

უწყების ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკენი, იმიგრაციის სამსახურის გენერალური დირექტორი ფრედი რუზმონტი, სახელმწიფო მდივნის სპიკერი კატრინ იანსეუნი, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მაიკე დე ვრესი და შინაგან საქმეთა ფედერალური საჯარო სამსახურის ატაშე ქეით ვერზელენი.

დელეგაციის წევრებს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზაზა ფანცულაიამ უმასპინძლა. მან სტუმრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ცენტრის ფუნქციებისა და დანიშნულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დელეგაციის წევრებმა ცენტრი დაათვალიერეს და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეფასეს.

ვიზიტის მიზანია მიგრაციის მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა, ორმხრივი ურთიერთობის დამყარება და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics