18:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 10:57:19, 364 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დილიდან გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

მაშველებმა რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს, თუმცა  ამ ეტაპზე უცნობია, რა სახეობის ცხოველებია არიან ისინი.

"ზოგი ცხოველი წყალმა წაიო, სამაშველო ბრიგადა მუშაობს იმისათვის, რომ ამოვიყვანოთ წყლიდან, ვანაწილებთ ტექნიკას იმ ადგილებში,  საიდანაც გამოსასუფთავებელია ნარჩენი,  შლამი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირება საკმაოდ რთული იქნება. შეიძლება ცხოველი სხვა დროს იყო მკვდარი და დღეს გამოირიყა, ზუსტად ვერ ვიტყვით საიდან არის და  რა არის",-განაცხადა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა  ავთანდილ სუდაძემ.

მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალჰესის წყლის რეზერვი გაუშვეს. აღნიშნულმა მოქმედებებმა მდინარე მტკვრის დონის მცირედით (15-20 სმ-ით) აწევა გამოიწვია  ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით, რაც დაახლოებით 30 ივნისის დილის 07:00 სთ-მდე გაგრძელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics