22:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 17:30:20, 630 ნახვა

საზოგადოება
ფოთში რაგბი წარმატებით ვითარდება

ფოთის მერი ირაკლი კაკულია, ფოთელ მორაგბეებს ზურაბ ჟვანიასა და დიმიტრი ბასილაიას შეხვდა. წარმატებული ფოთელი სპორტსმენები, ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილები არიან და ამჟამად სარაგბო კარიერას საფრანგეთში აგრძელებენ. ზურაბ ჟვანია საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური-პირველი დივიზიონის გუნდის „სტად ფრანსეს“ წევრია, ხოლო დიმიტრი ბასილაია „პერპიანში“ გამოდის.

ქალაქის მერმა და წარმატებულმა ფოთელმა მორაგბეებმა, ფოთში რაგბის შემდგომი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რაგბის ახალი სტადიონი არის შესანიშნავი საჩუქარი ქალაქისა და ფოთელი რაგბის მოყვარულთათვის, სადაც მომავალში თაობები აღიზრდებიან. ქალაქ ფოთში 2012 წელს "ქართუ ჯგუფის" ფინანსური მხარდაჭერით რაგბის სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ასოციაცია "ატუ" ახორციელებს. მშენებლობის ძირითადი ნაწილი შესრულებულია, პროექტის ფარგლებში აშენდა ბუნებრივი და ხელოვნურ საფარიანი სტადიონები, რომელიც ჯამში სამი ათას მაყურებელზეა გათვლილი. კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, სამუშაოებში 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის სკოლა, სადაც 6 ასაკობრივ ჯგუფში 165 სპორტსმენი უფასოდ ეუფლება სპორტის ამ პოპულარულ სახეობას. რაგბის სკოლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 92.000 ლარით ფინანსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics