|
2015-06-25 12:33:40, 664 ნახვა
საზოგადოება
წიგნის ყდაში ორი ხელნაწერის ფრაგმენტები აღმოჩნდა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში, ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას, ყდაში ხელნაწერების ფრაგმენტები - სულ შვიდი ფურცელი - აღმოაჩინეს. ფრაგმენტები ორი სხვადასხვა ხელნაწერის - წმიდა მამათა თხრობებისა და ლიტურგიკული კრებულების შემადგენელ ნაწილებად დაჯგუფდა. ხელის მიხედვით, ორივე მათგანი, ამ ეტაპისათვის, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. ორივე ნაწერია ნუსხურით, საზედაო ასოები - მთავრულით. სათაურები და საზედაო ასოები შემკულია სინგურით. აღსანიშნავია ის, რომ ერთ-ერთმა ხელნაწერმა განსაკუთრებით კარგად შემოინახა სინგურის ხარისხი და, შეიძლება ითქვას, შენარჩუნებული აქვს პირველადი სახე. შინაარსობრივად ფრაგმენტების ერთი ჯგუფი ლიტურგიკული შინაარსისაა და ღვთისმსახურებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო ფრაგმენტების მეორე ჯგუფი აპოფთეგმურ თხრობათა ციკლის ნაწილს წარმოადგენს, წმიდა მამათა ამ თხრობების ნაწილი უკვე ამოკითხულია კიდეც.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)