10:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 17:38:03, 532 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მიერ ნასესხები 18 მილიონი ლარი 40-მდე ქუჩის აღდგენას მოხმარდება

„თბილისის მერიის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ნასესხები 18 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება  40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს“,-ამის შესახებ თბილისის  მერმა დავით ნარმანიამ  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
როგორც ნარმანიამ აღნიშნა,  აღდგენითი სამუშაოები მაქსიმალური ტემპით უნდა ჩატარდეს. 
„მაქსიმალური ტემპი უნდა გვქონდეს ამ სამუშაოების დასასრულებლად, რათა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზისკენ, თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა აღვადგინოთ. ცენტრალური ხელისუფლებისგან, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ჩვენ ვისესხეთ 18 მილიონი ლარი. 18 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება დედაქალაქში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს“,-განაცხადა   დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics