12:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-31 23:13:13, 2767 ნახვა

სპორტი
ძიუდო: გრან პრი ლევან მატიაშვილის გამარჯვებით დასრულდა !

დამატებითი დროის 3:41 წუთზე ლევან მატიაშვილმა ბელარუსი ალექსანდრ ვახავიაკი ტატამზე გადააგორა, მსაჯისგან ვაზარი დაიმსახურა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

თბილისის გრან პრი ქართველი მძიმეწონოსნის ტრიუმფით დასრულდა!

მატიაშვილი 2013 წლიდან ასპარეზობს მასტერსებზე, გრან სლემის და გრან პრის კატეგორიის ტურნირებში და დღეს მეთოთხმეტედ დადგა პრიზიორთა შორის. მის აქტივში ოქროს 2, ვერცხლის 3 და ბრინჯაოს 9 მედალია. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ლევანი თბილისის გრან პრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფალავანია: დღევანდელ ტრიუმფამდე მან 4 მედალი მოიგო - 2015 წელს ჩემპიონი გახდა, 2014, 2017 და 2018 წლებში კი მესამე ადგილზე გავიდა.

ფინალამდე ბრინჯაოს მედალოსნები გამოვლინდნენ. პირველ „მცირე ფინალში“ ონისე ბუღაძემ გელა ზაალიშვილს იპონით სძლია.

ქართველმა მძიმეწონოსანმა გრან პრის ეგიდით გამართულ ტურნირებზე პირველი მედალი მოიგო, IJF-ის მსოფლიო ტურში კი მეორედ დადგა კვარცხლბეკზე. შარშან, ბაქოს გრან სლემზე ის ასევე მესამე გახლდათ. სათქმელია, რომ ბუღაძე წლიდან წლამდე აუმჯობესებს თბილისურ შედეგს: 2017 წელს მეშვიდე ადგილზე გავიდა, შარშან კი მეხუთე იყო.

მძიმეწონოსანთა დაჯილდოების ცერემონიით თბილისის რიგით მეექვსე გრან პრი დასრულდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics