23:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 11:26:59, 455 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: არა ადაპტირებული გარემოს გამო, შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს აქვს ადგილი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცახდებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არა ადაპტირებული გარემოს გამო, დისკრიმინაციის ფაქტებს აქვს ადგილი.

ამის შესახებ ნანუაშვილმა ჟურნალისტებს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენამდე  განუცხადა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ საზოგადოებრივი გარემო და გადაადგილება რჩება.

„მთავარი გამოწვევა კვლავ არის მიუწვდომელი ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი და  საზოგადოებრივი ობიექტები. დისკრიმინაციის ფაქტებს აქვს ადგილი  იმის გამო, რომ გარემო არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დასაქმება კვლავ არის ასევე სერიოზული პრობლემა ამ პირებისთვის.  სახელმწიფოს არანაირი ჩარჩო, არანაირი რეგულაცია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას არ არსებობს.  ასევე პრობლემები არის ჯანდაცვის, განათლების მიღების საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ არის გათვალისწინებული ის საჭიროებები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ ყოველდღიურობაში. რეკომენდაციების ცაკლე ჯგუფი ეხება  ქალებს, უმცირესობათა  წარმომადგენლებს  და  ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებით ეხებათ ეს პრობლემები“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics