23:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-21 15:46:43, 512 ნახვა

საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებები იგეგმება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა მარკ ატკინსონმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინსტრუმენტების  ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტი უკვე შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამუშაო შეხვედრების შედეგები გააცნო. მასწავლებელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემის ექსპერტის - მარკ ატკინსონის შეფასებით, სქემა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. 

„იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც უკვე შემუშავებულია და პილოტისთვის მზად არის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ეს ყოველივე დაეხმარება მასწავლებლებს გაკვეთილების უკეთ დაგეგმვაში, ინტერაქტიული მეთოდების დახვეწასა  და საგნის სწავლების  მაღალი სტადარტების დანერგვაში, რათა თქვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიანები გახდნენ მსოფლიოს მასშტაბით.“ - აცხადებს მარკ ატკინსონი. 

მინისტრის განცხადებით, მარკ ატინსონი ჯერ კიდევ სქემის კონცეფციის შემუშავების დროს იყო პროცესში ჩართული და ექსპერტის მხრიდან ასეთი მაღალი შეფასება არის კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ მოსალოდნელი  შედეგი მიიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ერთხელ, არამედ მიმდინარე რეჟიმში მოხდეს სქემის განხილვა და კარგად დამუშავდეს დეტალები. 

განათლების ტექნოლოგიებისა და განათლების პოლიტიკის ექსპერტი მარკ ატკინსონი საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა. მან ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად   ერთი კვირის განმავლობაში სქემის ძირითადი ინსტრუმენტების დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა.  სქემის წარმატებით დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ პროცესის და შედეგების შეფასება 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაშიც განხორციელდება. 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics