02:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 12:51:55, 493 ნახვა

საზოგადოება
თურქეთის ელჩი თბილისისთვის ფინანსურ დახმარებას აუცილებლად მიიჩნევს

თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თბილისისთვის ფინანსური დახმარება და ტექნიკით უზრუნველყოფა აუცილებელია.

ამის შესახებ ელჩმა სვანიძის ქუჩაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც სტამბოლიდან ჩამოსულ დელეგაციასთან და თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.

„მას შემდეგ რაც გავიგე ეს შემთხვევა, მე მოვიწვიე თურქი ბიზნესმენები და ერთად დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რითი შეიძლება დაგხმარებოდით. ასევე დავუკავშირდი სტამბოლს და მოვიწვიე მათი წარმომადგენელი, რათა მათ პირადად ნახონ აქ არსებული მდგომარეობა, შეაფასონ რა სახის დახმარება შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა აუცილებელია ფინანსური დახმარება და ტექნიკით უზრუნველყოფა. აქ, როგორც ხედავთ, სპეციფიური ტექნიკაა გამოსაყენებელი“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics