16:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 15:03:01, 362 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: მომხდართან დაკავშირებით დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიება დაადგენს

„მომხადრთან დაკავშირებით მოხდება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ამას გამოძიება დაადგენს“,-ამის შესახებ  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 
 როგორც ნარმანიამ აღნიშნა,  ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკის ადმინისტრაციას ჰქონდა. 
„ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ზოოპარკის ადმინისტრაციას ჰქონდა. მდგომარეობა რთული იყო, ვინაიდან ცხოველების გარკვეული ნაწილი იყო დაკარგული. ყოველდღიურად მიმდინარეობდა მათი როგორც ძებნის სამუშაოები, ასევე იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი იყვნენ დაკარგული დროულად ხდებოდა ნაპოვნი ცხოველების გამოყვანა. აქედან  გამომდინარე, როგორც ჩანს მაჩვენებლებში სამწუხაროდ  გარკვეული ცდომილება იყო. დანარჩენს გავარკვევთ. რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა. ფაქტია ყველაფერი უნდა გაირკვეს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 
ცნობისთვის, ვეფხვმა  მამაკაცი ყოფილი ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ „მაუდის კომბინატის“ შენობაში დაგლიჯა, სადაც ამ დროისთვის საწყობია განთავსებული.
 ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მამკაცი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics