12:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 10:56:25, 353 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ

„ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ. ეს ტრაგედია გახდა თითოეული ადამიანის გამაერთიანებელი საქართველოში“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა  კიევის შობის  ტაძარში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისი ტრაგედიას უკან მოიტოვებს და წელში გაიმართებს ისე როგორც არასდროს.

„ტრაგედია ძალიან მძიმე კვალს გვამჩნევს თოთოეულ ჩვენგანს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ვხედავთ ბოლო 2 დღეში დიდ სოლიდარობას მსოფლიოში ქართველების მიმართ, ჩვენ არ ვართ მარტო ამ ტრაგედიის პირისპირ. ეს ტრაგედია გახდა თითოეული ადამიანის  გამაერთიანებელი საქართველოში და საქართველოს გარეთ. გული მიკვდება, როცა ვხედავ, თუ რა მოხდა თბილისში. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ამ ტრაგედიასაც მოიტოვებს უკან და ისე მაგრად გაიმართება წელში, როგორც არასდროს წარსულში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics