|
2015-06-15 20:34:35, 379 ნახვა
საზოგადოება
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გაწმენდით სამუშაოებში თვითნებურად არ ჩაერთონ
დედაქალაქის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თვითნებურად არ ჩაერთონ, რადგან, მათივე განმარტებით, არაორგანიზებულმა აქტივობამ, შესაძლოა გაწმენდით სამუშაოებს ხელი შეუშალოს. მერიის ინფორმაციით, თბილისში, მდინარე ვერეს მოვარდნის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მობილიზებით, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები და ხორციელდება მოხალისეობის მსურველთა განაცხადების მიღება, რომელთაც 10 კოორდინატორი ხელმძღვანელობს. „ამ წუთებში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გუნდის წევრები, ტანმოვარჯიშეები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გ. ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დასუფთავების პროცესში (სანაპიროს ქ.#8). ასევე, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სხვა მოხალისეები მონაწილეობენ სვანაძის ქუჩასა და გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებში. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ აღნიშნულ პროცესში თვითნებურად ჩართვისაგან, რადგან არაორგანიზებულმა აქტივობამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს გაწმენდით სამუშაოებს. მოხალისეთა ჯგუფები, ორგანიზებულად მივლენ სასტუმროებში, სადაც განთავსებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და მათ, საჭიროების შესაბამისად, დაეხმარებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)