08:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 16:52:05, 651 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსები თბილისში ხვალ ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ

„თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამის და დღის მეორე  ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდენელი“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ  ნინო წვერავამ განუცხადა. 
მისივე პროგნოზით, ხვალ დედაქალაქში ჩრდილო/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დაუბერავს, ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +16 გრადუსი, ხოლო დღისით +31 გარდუსი იქნება. 
 „დასავლეთ საქართველოში– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°, მთაში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; ზემო აფხაზეთში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის II ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°; დღისით +28, +33°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +15, +20°; თბილისში_ დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე  ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო/დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16°, დღისით +31°“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ. 
„ექსპრესნიუსი“ მომდევნო  ორი დღის პროგნოზს ვრცლად გთავაზობთ:

17 ივნისს  დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°; დღისით +25, +30°, 

მთაში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +19, +24°; ზემო აფხაზეთში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +28 +33°; მთაში ღამით +9, +14, დღისით 
+22, +27°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°. თბილისში_ დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16, დღისით +31°.

18 ივნისს დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°; დღისით +26, +31°, მთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +20, +25°; ზემო აფხაზეთში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი
10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +28 +33°; მთაში ღამით +9, +14, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°. თბილისში_ დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19, დღისით +31°.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics