|
2015-06-14 15:01:32, 430 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან მაშველებიც. ზუსტდება დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადამყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ადამიანი. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით რჩებიან სტაციონარებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალაქის ზოგიერთ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტები განთავსებულია შსს-ს ვებ-გვერდზე. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად კვლავ ჩაკეტილია წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალი. მეწყერის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ახალდაბა. სოფელში ჩარჩენილი დაახლოებით 180 ადამიანს დღესვე მიეწოდება სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება, რაც მოიცავს სასმელ წყალს, საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საბნებს და ლეიბებს. რაც შეეხება ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, საბჭოს ინფორმაციით, მათი რაოდენობა ზუსტდება. "ზოოპარკის ხელმძღვანელობა ახორციელებს დაღუპული და გაქცეული ცხოველების აღრიცხვას, რის შესახებაც მოსახლეობას მყისიერად მიეწოდება ინფორმაცია. ამ დროისთვის, მოსახლეობას მოვუწოდებთ მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 112-ს", – აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოში აცხადებენ, მოქალაქეები სამაშველო–გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. „სტიქიის ლიკვიდაციისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ყველა ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამოქმედებულია ყველა რესურსი. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება სტიქიის შედეგების შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ლიკვიდაციისთვის.
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)