2015-06-14 09:53:07, 406 ნახვა
საზოგადოება
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 8 ადამიანია დაღუპული
ბოლო ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად 8 ადამიანია დაღუპული. მათგან ერთი წყნეთის გზაზე დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან სვანაძის ქუჩაზე მცხოვრები ორი საშუალო ასაკის ქალბატონი, ასევე 20 და 22 წლის დები.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ზოოპარკის ტერიტორიაზე კიდევ სამი ცხედარი იპოვეს. მათგან ერთი გულიკო ჭიტაძეა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ვეფხვმა დაზიანებები მიაყენა. დაიღუპა გულიკო ჭიტაძის მეუღლე მალხაზ ჭიტაძე და მათთან შეფარებული ვეტერანი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის, რამდენიმე დაკარგული ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან