2015-06-14 04:16:32, 413 ნახვა
საზოგადოება
წყნეთი–ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში რამდენიმე ადამიანი მოყვა
წყნეთი ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილია მეწყერი, ჩამონგრეულია ღობეები, გზებზე ჩარჩენილია მანქანები.
„რუსთავი2“–ის ინფორმაციით, მეწყერში რამდენიმე ადამიანი მოყვა,მათ შორის ორი ამერიკის მოქალაქეა. მათი ამოყვანა მაშველებმა უვნებლად შეძლეს. თუმცა, ჯერჯერობოით სხვების ამოყვანა ვერ ხერხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა.
ასევე, გათიშულია ელექტროენერგია წყნეთის რამდენიმე უბანში.
წყნეთი ბეთანიის დამაკავშიებელი გზის ერთი ნაწილი ქვებით არის ჩახერგილი. ტყის დიდი ნაწილი განადგურებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან