03:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 12:28:51, 348 ნახვა

საზოგადოება
N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  N15 დაწესებულებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნიკოლოზის  სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ეკლესიის საძირკველი ქორეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილის კურთხევით,  დაწესებულებაში მივლინებულმა მოძღვარმა იღუმენმა ილია ფაჩულიამ აკურთხა.

ტაძრის კურთხევას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაესწრო და საძირკვლის ჩაყრაში მონაწილეობა მიიღო. მინისტრი სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში მისულ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათი საჭიროებებით დაინტერესდა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ მართლმადიდებელი მსჯავრდებულების თხოვნა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა ტაძრის მშენებლობას. უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და ვფიქრობ, ამ გზაზე მათი დაახლოება სულიერ ცხოვრებასთან,  მნიშვნელოვანია. ჩვენი მიდგომაა, რომ  ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანის უფლებები ჩვენს სისტემაში იყოს დაცული და ყველამ პატივი ვცეთ ერთმანეთის რელიგიურ მრწამსს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა მსჯავრდებულთა თხოვნით გადაწყდა. დაწესებულებაში ტაძრის არსებობა,  სულიერ ცხოვრებასთან მათი მაქსიმალური დაახლოება, მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

წმინდა ნიკოლოზის  სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევას სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრის მგალობლებიც დაესწრნენ და  რამდენიმე საგალობელი შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუწყოს სხვადასხვა აღმსარებლობის მსჯავრდებულებსა თუ ბრალდებულებს, სურვილისამებრ, რელიგიური ცხოვრების წარმართვაში. მათ უფლება აქვთ დაწესებულებებში იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური საკულტო ნივთებით და შეასრულონ შესაბამისი რიტუალები.   რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სამლოცველო ოთახებია გამოყოფილი, სამინისტრო  კი მათ  შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფს. დაწესებულებებში მუდმივად დაიშვებიან  რელიგიის საბჭოში შემავალი რელიგიური ორგანიზაციებისა თუ ტრადიციული კონფესიების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics