08:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 09:41:13, 355 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიას პროექტ „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის“ მონაწილე სტუდენტები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სტუმრად ილიას სახელობის უნივერსიტეტის და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნებით ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი 30-მდე სტუდენტი ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი პროექტ „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბში“ არიან გაერთიანებული. ვიზიტის ორგანიზატორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის უფროსმა მამუკა ქოიავამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რის შემდეგაც სტუდენტებმა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დაესწრნენ მაგისტრანტების საგამოცდო ტესტირებებს. სტუმრობის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დაინტერესება შსს-ს აკადემიის საგანმანათლებლო პროცესებით, რომელთა შორისაც როგორც სპეციალური საგანმანათლებლო, ისევე სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებია.

პროექტი „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ხორციელდება. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების - „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდების განვითარების აკადემია“ ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics