2015-06-10 13:12:48, 325 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვერდას არასამთავრობო ორგანიზაციების 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
გიგლა აგულაშვილი შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვით სფეროში სამინისტროს სამომავლო ხედვებსა და პესრექტივებზე ესაუბრა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ეფექტური გზები და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან