10:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 11:15:51, 438 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში ბულინგის თემაზე კინოჩვენება მოეწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში ბულინგის თემაზე მოზარდებისთვის კინოჩვენება გაიმართა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ოთარ შამათავას მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი „სუფთა დაფა“  (1981 წ). ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო.

ჩვენების შემდეგ გაიმართა მსჯელობა ბულინგის თემაზე, რომელსაც ბავშვთა ფსიქოლოგი  მაია ცირამუა უძღვებოდა. მან მოზარდებთან სასკოლო ცხოვრებისა და ზოგადად, ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის ბულინგის ფორმებზე, მის დამახასიათებელ ქცევებსა და ამ პროცესის მონაწილეთა როლებზე.

„ფილმის ჩვენება და დისკუსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ის გახლდათ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ ჩატარებული ექვსთვიანი ტრენინგციკლის („ანტისოციალური ქცევის პრევენცია“) ბოლო აქტივობა. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოზარდები, რომლებმაც ბულინგის პროცესის შესახებ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს და კონკრეტულ მაგალითებზე იმსჯელეს. მთავარი განსახილველი თემა კი იყო რა უწყობს ხელს სკოლებში ბულინგის გავრცელებას და როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.

კინოჩვენებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

ცნობისთვის, ბულინგი არის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სასტიკი მოპყრობის და ურთიერთობის ხანგრძლივი პროცესი, ერთი ბავშვის ან ბავშვების ჯგუფის მიერ სხვა ბავშვის (ან ბავშვების ჯგუფის) მიმართ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ რამდენიმე ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics