2015-06-08 14:31:10, 492 ნახვა
საზოგადოება
მოსკოვში 65 წლის ასაკში ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა
მოსკოვში 65 წლის ასაკში ექსტასენსი ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მისმა მეგობარმა სტანისლავ სადალსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჯუნა დავითაშვილს სისხლის ცირკულაციასთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
„ჯუნა ორი დღის განმავლობაში კომაში იყო“,-განაცხადა სტანისლავ სადალსკიმ.
ცნობისთვის, ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი დაიბადა 1948 წლის 22 ივნისს სოფელ ურმიაში, ყუბანში. როსტოვის სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრებისთანავე მიიღო სამუშაო თბილისში.
დავითაშვილი 1980 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან