|
2015-05-28 19:12:25, 349 ნახვა
საზოგადოება
თბილისში გველდამჭერთა ჯგუფი ჩამოყალიბდა
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის ქვეწარმავლებისგან დაცვის მიზნით, ფუნქციონირებს გველდამჭერთა ჯგუფი, რომელიც ჰუმანური მეთოდით ქვეწარმავალთა დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვებას ან იზოლაციას უზრუნველყოფს. ჯგუფის მობილურობის ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება გველდამჭერებით დაკომპლექტებული ცალკე ეკიპაჟის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალებაც გამოეყო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ქვეწარმავლის დანახვისას მოერიდონ მას და დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)