2015-05-28 12:05:59, 336 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია ქართული ანიმაციის პრეზიდენტმა დააჯილდოვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ანიმაციური ფილმების ფესტივალის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და მხარდაჭერისათვის ქართული ანიმაციის ფონდის პრეზიდენტმა ზურაბ დიასამიძემ დააჯილდოვა.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ზუგდიდის სამხატვრო სკოლაში გაიხსნა ანიმაციური ფილმების სტუდია, სადაც ნორჩი ანიმატორები ხელოვნებას ეზიარებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან