05:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 16:37:03, 1058 ნახვა

სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

ამჯერად ჯარისკაცებმა საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში გამართეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირობები დეტალურად გააცნეს. საინფორმაციო კამპანია დღეს ქალაქ ხონში, ზუგდიდში და სამტრედიაში გაიმართა. 

სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მოსახლეობას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობებს, სამსახურში ჩარიცხვის წესებსა და პრივილეგიებს, რომელიც მომავალ სამხედრო მოსამსახურეებს კარიერის განმავლობაში ექნებათ, სპეციალური საინფორმაციო ბროშურებისა და თავდაცვის სამინისტროს გაზეთების საშუალებით აცნობენ. 

ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. ასევე 22 მაისიდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადას და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს. ტელეფონი: 595 05 06 85, 595 05 06 73, ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics