|
2015-05-25 13:16:46, 345 ნახვა
საზოგადოება
ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს იწყებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს იწყებს. კომისიის ინფორმაციით, 31 მაისის არჩევნებისთვის ცესკო შპს სტამბა „ფავორიტში“ 2,350 ბიულეტენს დაბეჭდავს. ბეჭდვის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების - „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლები და ცესკოს წევრები დააკვირდებიან. სენაკისა და ზუგდიდის საკრებულოების შუალედური არჩევნები 31 მაისს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშნვის შესახებ განკარგულება ცესკომ 23 მაისის სხდომაზე მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)