15:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 17:09:13, 587 ნახვა

სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი: ქართველები ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით ვამაყობთ

საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილი  ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო და 5 ქართველი და 5 ამერიკელი სამხედრო დააჯილდოვა.

"ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილებით მიიღო. მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის. იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა   საქართვლოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.

"ის ადამიანები, ვინც დღეს ერთობლივად ახორციელებენ სწავლებას, მათი მეგობრები, მათი თანამებრძოლები, რეალურად გლობალურ სიმშვიდეს იცავენ ურთულეს ვითარებაში. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი, თუ ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები და ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში და ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით," - აღნიშნა  გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics